არიან კიდევ კარგი კაცები ამ ქალაქში და საკმაოდ ბევრნიც!!!…- დათო ხვადაგიანი

მეგობარი შემხვდა საზ.ტრანსპორტში, კარგა ხნის უნახავი. მეც და იმასაც კაი გრძელი გზა გვქონდა გასავლელი. ჰოდა მივყევით აქეთურ-იქეთურს. ბავშვების მოკითხვ-მიკითხვის შემდეგ, ეგეთ რამეს მეუბნება.

„ამ ორიოდე დღის წინ, ეგეთი რამ მოხდაო, რომ ერთ-ერთ საპარიკმახეროში, ახლობელი წვერს იპარსავდაო. გვერდზე ასე 11-12 წლის ბიჭს კრეჭდა პარიკმახერი, აი ძაან „შაყირნოი“ და „იუმორისტი“ რომ ჰგონიათ თავები, ეგეთი და „ანგლობაში“ რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს იქ მომუშავენიო. ჰოდა, ამ ბავშვს, რომელიც იქედან გამომდინარე რომ ჯერაც არაა მიღწეული გარდატეხის ასაკს და ცოტა არაპროპორციულად იყო განვითარებული თავ-ტან-ხელ-ფეხის მხრივ, წაეკაიფა ეს პარიკმახერი და ეგეთ რამეს ეუბნებაო: „ბიჭო, მამაშენმა შენს გაკეთებაში გემოვნება ხომ არ დაკარგაო ?“ – ეს თქვა და გადახედა იქ კოლეგებს, „ნახეთ რა მაგრად ვიშუტკავეო“. იმათაც აუტყდათ ქირქილი, ეს ბავშვი რა თქმა უნდა ვერაფერს მიხვდა, იჯდა და თვალებს აფახულებდაო. ამ ჩემმა ახლობელმა მორჩა თუ არა წვერის გაპარსვას, იმ ბავშვს უთხრა: „ბიჭი, ჩაიდე ეგ 5 ლარი ჯიბეში, წადი და ნაყინი, ან რაც გინდა ის იყიდეო, მე გადავუხდი ფულს ამასო !“ გახარებული ბავშვი მადლობებით გავარდა გარეთ. ეს კიდე, ასე 35-40 წლის მასტი, მიუბრუნდა იმ პარიკმახერს და ეუბნება: „შე დედამ…ლო, ვინ მოგცა უფლება ამ ბავშვს რომ ეკაიფები და პლუს ამას, დედამის და მამამის შეურაცხყოფას აყენებ, თანაც ეღადავებიო ?“ ჰოდა, ისეთი დაცხო, რომ ცხვირ-პირიდან სულ სისხლი ადენინაო. ვერ აკავებდნენ თურმე იმ პარიკმახერის „პადდელნიკები“, იმდენი ურტყა სანამ არ დაიღალა ეს ტიპი. ვერც ერთმა ვერ გაბედა საპატრულოში დარეკვა, ამან კიდე მაგრად აგინა დანარჩენებსაც და სიტყვაც დაუტოვა: „მეორეჯერ გავიგებ ეგეთ ღადაობებს ბავშვებზე და სამივეს მო…ვთ დდტრ-სო ! მადლობა თქვით, თუ იმ ბავშვს დაავიწყდა რაც უთხრა ამ სირმა და მამამისს არ დაგაყენებთ თავზე, თორემ რაც მე დაგაკელით ის დაგიმატებთო !“
არიან კიდევ კარგი კაცები ამ ქალაქში და საკმაოდ ბევრნიც !!!

ჟურნალისტი დათო ხვადაგიანი; სოციალური ქსელი