ჩეხებმა ჯერ რუსი დიპლომატები გამოყარეს, დღეს კი მათმა პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, რომ გრუ -ს მონაწილეობა არ მიუღია, 2014 წლის აფეთქებაში, ანუ ჯერ გაყარეს, მერე გაამართლეს – ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს.
სიგიჟე ტრიალებს მსოფლიო პოლიტიკაში, არანაირ ანალიტიკას აღარ ექვემდებარება მსოფლიო დღეს.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, სანამ ახალი მსოფლიო წესრიგი დადგება ანუ ერთმმართველობა, თავისი ერთიანი ფულით, ეროვნების და სამშობლოს გარეშე, მანამ უნდა აირიოს მთელი მსოფლიო. ამიტომ დიდი გადანაწილება დაიწყება მალე. წარსულს ჩაბარდა ამერიკელების ერთ პოლუსიანი მსოფლიო, ერთი კი არადა და უკვე სამპოლუსიანიც კი გახდა – ა.შ.შ, ჩინეთი და რუსეთი.
ვინ ვისთან აღმოჩნდება საბოლოოდ, ღმერთმა იცის.
ერთი დაუწერელი კანონი არსებობს პოლიტიკაში – მხოლოდ ძლიერს ცემენ პატივს და ერიდებიან. გაქვს უძლიერესი არსენალი და აქვთ შენი შიშიც, დანარჩენი კი უბრალოდ არაჩვეულებრივი ილუზიაა, რომელსაც ვარდსიფერი სათვალეებით აყურებიებენ ხალხს.
დიტო ბიძინაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი