ინფრასტრუქტურის მინისტრი – ახალი პროგრამის ფარგლებში 15 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება

ინფრასტრუქტურის მინისტრი – ახალი პროგრამის ფარგლებში 15 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 15 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის პირველი ეტაპისთვის საორიენტაციოდ, დაფინანსება 500 მილიონის ოდენობითაა განსაზღვრული.

„დაახლოებით 15 000 ადამიანი დასაქმდება. მნიშვნელოვანია ის რომ, არა მხოლოდ საქმდებიან არამედ, იმ ახალ უნარებ-ჩვევებს შეიძენენ, რომლებიც მათ შემდგომში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის შრომის ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძერგლების აღდგენა – რეაბილიტაცია. მოხდება რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, დასასვენებელი პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია.

უშუალოდ პროგრამის განხორციელებას, ზედამხედველობას, პროექტების შერჩევას განახორციელებს კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება მოხდება, როგორც ცენტრალიზებულად მუნიციპალური ფონდის მიერ, ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ და არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მუნიციპალიტეტებს მასშტაბური პროქტების განხორციელების ეტაპობრივი გამოცდილების შესაძლებლობა ექნება“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

წყარო: newposts.ge