კომენდანტის საათის დროს ვაკიდან ტაქსით აეროპორტში მგზავრობა 65 ლარი ღირს და მგზავრების გადაყვანის უფლება მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს

მეგობარი მიფრინავს ამ საღამოს და ფაქტი აგრაა. თახვების აღლუმია ქვე-ყანაში!!!
კომენდანტის საათის დროს ვაკიდან ტაქსით თბილისის აეროპორტში მგზავრობა 65 ლარი ღირს. რატომღაც ღამე ტაქსებით ტრანსფერის უფლება მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს (ბენე ექსკლიუზივი) მაშინ როცა საჰაერო რეისების უმრავლესობა კომენდანტის საათის მოქმედების დროს სრულდება.

თუ საშვი არ გაქვს სხვანაირად აეროპორტში ვერ მოხვდები. ჩამომსვლელებიც მხოლოდ ამ კომპანიის სერვისით სარგებლობენ . გაუგებარი მიდგომააა აშკარად “ექსკლიუზიური”! თან პრეტენზია გვაქვს ტურისტული ქვეყნის იმიჯზე. ცალსახად კიდევ ვიღაცის ინტერესი, ვიღაცას ვამდიდრებთ. კომპანიას ეს საქმიანობა, ტაქსების ბიზნესს ვგულისხმობ, პანდემიის დროს დაუწყია.

ნიკოლოზ დარსაველიძე; სოციალური ქსელი