“კომუნისტების დროს ქართველები მონები იყვნენ და მხოლოდ ახლა არიან ამაყები…თავისუფლები…ძლიერები…ერთიანები…”

ვიცი რომ რასაც ეხლა ვწერ უამრავი წაიკითხავს და ძალიან მცირე გააკეთებს ლაიქს…“დაჟე“ შემიძლია ვთქვა სახელებით ე.წ. “ნე ვიჟუს“ ვინც “იკადრებს“…და მაინც…  ”

საქართველომ მიაღწია განვითარების უმაღლეს დონეს…

მხოლოდ აქ ჩვენთან იბადებიან დიპლომიანი ბავშვები…

მხოლოდ აქ ჩვენთან ასწავლის შვილი მამას…იმას…

მხოლოდ აქ ჩვენთან უხსნის ოცი წლის ახალგაზრდა სამოციან წლებში დაბადებულ ადამიანს რა ურაპატრიოტებად ზრდიდნენ მშობლები შვილებს სამოცდაათიან…ოთხმოციან წლებში…

მხოლოდ აქ…ამ ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირისგან შეიძლება მოისმინო რომ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ბანდის მეთაურები იყვნენ…და ეძიკა და სიგუა გმირები…ან მსგავსი სისულელე გააპიარონ…

მხოლოდ აქ შეიძლება უსასრულოდ გიმტკიცოს ადამიანმა რომ კომუნისტების დროს ქართველები მონები იყვნენ და მხოლოდ ახლა არიან ამაყები…თავისუფლები…ძლიერები…ერთიანები…

მხოლოდ აქ საქართველოში ცოცხლობს აზრი რომ მხოლოდ რუსია მტერი…დაამერიკელი…ევროპელი…თურქი…არაბი…ირანელი…  აფრიკელი… და ა.შ…უფალს შეუქმნია იმიტომ რომ…ქართული ჯიში…სისხლი და გენი გააკეთილშობილოს…

მხოლოდ აქ უხარია…ეამაყება უამრავ მშობელს რომ მის შვილს ბოი-ფრენდი ჰყავს…აი იმ ჩამპალი სოციალიზმის დროს მხოლოდ სირს უხაროდა…

მხოლოდ საქართველოში და ზუსტად ამ დროში განათლების დონემ მიაღწია უმაღლეს ზღვარს…პატრიოტიზმმა მწვერვალებს გადააბიჯა…ამ ქვეყანაშია მხოლოდ საკუთარი დედმამის ენით გაპატიოსნება…შესაბამისად გოგო მამაზე…ბიჭი დედაზე…ჩემი მამის ასედაისეო…დედაზე ყველამ იცის…

მხოლოდ აქ ამთავრებს უამრავი უმაღლესს…და მხოლოდ აქ ტირის ხელისუფლება კადრი არ მყავსო…

მხოლოდ აქ ხდიან იძულებულებს ადამიანებს წავიდნენ ემიგრაციაში და მხოლოდ აქ ამ რეალობის შემქმნელები კითხულობენ ლექციებს გაოცებულები…თუ რატომ გარბიან უცხო ქვეყანაში…

მხოლოდ აქ შეუძლიათ ცინიზმით ცრემლების გადმოყრა, მხოლოდ აქაა წესი მთავარია უცხო ენა იცოდე და გამოცდილება…ცოდნა და ადამიანობა საჭირო არაა…

მხოლოდ აქ ასწავლიან არა კანონის პატივისცემას…არამედ ჩაშვებას და ბოზობას…

მხოლოდ აქ არ სჯიან დამნაშავეს…

მხოლოდ აქ…დაარღვიე კანონი…ფული გადაიხადე და თავისუფალი ხარ…

მხოლოდ აქ სიშიშვლე ბოლო მოდად ითვლება…

მხოლოდ აქ იბადებიან ევროპელებზე მეტად ევროპელები…

მხოლოდ აქ…ხელისუფლებაში მყოფები…ამბობენ მხოლოდ ერთ სიმართლეს…ჩვენ ვაშენებთ ჩვენი შვილების მომავალსო და…ნამდვილად აშენებენ, აშენებენ დაუსრულებლად…და ბოლოს…თუმცა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება…

მხოლოდ აქ ვერ ხვდებიან…წიგნის კითხვა არაა მხოლოდ საქმე…გააზრებაა საჭირო…და ცოტა მეტი ზრდილობა…ყველა თაობა ქმნიდა და ქმნის კარგ და ცუდ მდგომარეობას…და ლანძღვას მოუკელით…რადგან სხვას კი არა საკუთარ ჯიშს და ჯილაგს აგინებთ და აფურთხებთ…არ ვიცი რამდენად გასაგებად ვამბობ…ან სრულყოფილად…მაგრამ არავის რომ არაფერი შერჩება ეს ვიცი…ბევრჯერ გამიგია ცრემლიანი ტირილის ხმა…რას ერჩოდნენ კარგი ახალგაზრდა…ან უწყინარი მოხუცი იყოვო…არც ჩემს ეზოში მორბენალი ვირთხა დადიოდა ქამარ-ხანჯლით და სისხლიანი თათებით მარა მეზობლის კატამ მ.დ.ტ…ასეა ბატონებო…დიახ ასეა…
გ.ზ.ო.26.04.2019………352…?…

ზურა ოთარაშვილი; სოციალური ქსელი