რუსუდან კოტაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
1761 წლის, 30 ივნისს, მეფე ე რ ე კ ლ ე II-ის ბრძანებით, 2 სულიანი (დედა-შვილი) ოჯახისთვის მისაცემი ყოველი თვის სარგო (საარსებო მინიმუმი):
,,ჩვენი ბძანება არის მოურავო ზურაბ! დათუნას ობოლს ყოველს თვეს მისცემდით:
1. სამს (3) კოდს პურს – 120 კგ-ს,
2. სამს (3) ლიტრას ცხვრის ხორცს – 30 კგ-ს,
3. სამს (3) ლიტრას ღორის ხორცს – 30 კგ-ს,
4. სამს (3) ლიტრას ძროხის ხორცს – 30 კგ-ს,
5. ხუთს (5) ლიტრას ლობიოს – 50 კგ-ს,
6. ხუთს (5) ლიტრას ხახვს – 50 კგ-ს,
7. ხუთს (5) ლიტრას ნიგოზს – 50 კგ-ს,
8, ერთს (1) ლიტრას ყველს – 10 კგ-ს,
9. ერთს (1) ლიტრას მარილს – 10 კგ-ს,
ამას გარდა კიდევ მისცემდეთ:
10. ერთს (1) ლიტრა ყველს (ვფიქრობ კიდევ სხვა სახის) – 10 კგ-ს,
11. სამს (3) ლიტრა თხის ხორცს – 30 კგ-ს,
ამას ობოლს და ობოლის დედას ისე მისცემდე, რომ აღარც ერთმა ჩვენთან აღარ იჩივლოს, თორემ მწვედ (მწარედ) გიწყენთ!”
ე რ ე კ ლ ე