დეკანოზი ილია ჭიღლაძე ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აკისრებს. და გაუგონარი სიტყვებით შეურაცხჰყოფს მას.
ილია ჭიღლაძე წერს: „რაც ჭყონდიდში ცოდვა ტრიალებს, ერთი ათასად დაუბრუნდება გახრწნილ ბებერ შიოლაშვილს, რომელიც პაპ ალექსანდრე ბორჯიას აღემატა უსჯულოებით, ინცესტისა და ყოველგვარი გარყვნილების შემოქმედს, ხოლო დღეს ნაცემი მარტვილელი მამები აღმსარებლები და ჭეშმარიტი მარტვილები (ანუ მოწამენი) არიან. სტეფანე არის სამწყსოს დამარბეველი მამინაცვალი მგელმტაცებელი, საპატრიარქო კი გაშიშვლებული სატანური გატიალების სიბილწე.
საქართველოს ეკლესია იქცა იოანე მახარებლის აპოკალიპსური გამოცხადების პერგამოს ეკლესიად, სადაცაა სატანის ტახტი, რომელზედაც ზის ბოლო ჟამის, ანუ უსჯულებისა და განდგომილების პატრიარქი შიოლაშვილი.“- წერს ჭიღლაძე.