პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს სუსის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტს დეპუტატებს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი წარუდგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა. სუს-ის ინფორმაციით, საქართველო, ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით, კვლავ ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა.

 

“იმედინიუსი”