ქვეყანაში ვაქცინების მარაგი შეივსება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის – ამირან გამყრელიძე.
თანდათან ქვეყანაში ვაქცინების მარაგი სულ უფრო და უფრო შეივსება და ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მსურველისთვის – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.
“დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია 2 ვაქცინით წარმოებს – “ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. 4 მაისიდან მას დაემატება და ხვალ დიდი ალბათობით გაიხსნება ჯავშნები „სინოფამის“ ვაქცინაზე. თანდათან ქვეყანაში ვაქცინების მარაგი სულ უფრო და უფრო შეივსება და ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მსურველისთვის.
უმორჩილესად გთხოვთ, გაითავისოთ ის გამოწვევა, რა გამოწვევის წინაშეც ქვეყანა დგას. ის სამწუხარო გამოსავლები რაც ამ ვერაგ დაავადებას აქვს და არ ეპუება კაცობირობას, ამიტომ საჭიროა ყველამ ერთად სოლიდარობით დავამარცხოთ – რაც პრევენციული ზომებითა და ვაქცინაციითაა შესაძლებელი“ – ამბობს გამყრელიძე.
წყარო: itv.ge