შალვა პაპუაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ არჩილ თალაკვაძე მერობის კანდიდატად დასახელდება.
არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნებიდან” სურვილია, რომ მერობის კანდიდატი კახი კალაძე იყოს.
“მგონი, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში, ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით” – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერობის კანდიდატი შესაძლოა, არჩილ თალაკვაძე იყოს.
წყარო: newposts.ge