რიგგარეშე არჩევნებს სავარაუდოდ ვერ ავცდებით, ისე წაიყვანა “გამარჯვებული” არჩევნების შემდეგ “ოცნებამ” საქმე.
ისე, ეს ამბავი საპარლამენტოთი კი არა, სალომეს საპრეზიდენტო არჩევნებით დაიწყო.
არ შეიძლებოდა პრეზიდენტად “ფრანგი” ქართველის შერჩევა მხოლოდ იმ მიზეზებით, რომ ის “ძველი ემიგრაცია” თავის აღიარებას მოითხოვდა და ქვეყნის არაფორმალური მმართველიც რატომღაც თავისი “სივით” საფრანგეთის მოქალაქე იყო.
პრობლემა ისაა, რომ ქართველებმაც ვერ ვივარგეთ, რაღაც პარანოია გვჭირს უთუოდ, რადგან ერთი ნორმალური საპრეზიდენტო კანდიდატურა ვერ ვიპოვეთ ამ 30 წლის განმავლობაში და გარე-გარე დავიწყეთ ყურება.
ისე, ამდენი დეზერტირი და საკუთარი პარტიის დამშლელი “ნაცებსაც” კი არ ყოლიათ (თუმცა, მაგათ შეერგოთ – საერთოდ ასაკრძალები არიან, პარლამენტში შესვლის ღირსი კი არა…).
გ.ლ.
გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი; სოციალური ქსელი