თურქეთი ღრმად დამწუხრებულია აშშ-ის პეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით ოსმალეთის იმპერიის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების გამო, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა და ამერიკელ კოლეგას ევროპელი ახალმოსახლეების მიერ მკვიდრ ამერიკელებთან მოპყრობაზე მიანიშნა.
24 აპრილს ჯო ბაიდენმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და დეპორტაცია გენოციდად აღიარა.
“ბაიდენმა, საუკუნეზე მეტი ხნის წინ მომხდარი მოვლენების მიმართ გამოიყენა არასამართლიანი ფრაზა, რომელიც ისტორიაზე არ არის დაფუძნებული. ჩვენ ამან ძლიერ დაგვამწუხრა. ეს საკითხები უნდა დავუთმოთ ისტორიკოსებს და არა პოლიტიკოსებს. მაგრამ საპირისპირო მხრიდან არანაირი პასუხი არ არის. დასავლეთი აჩვენებს ფარისევლობას სომხეთის საკითხისა და ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ”, – ამბობს ერდოღანი და ბაიდენს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეცვალოს სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილება.
თავისი პოზიციის გასამყარებლად ერდოღანი აღნიშნავს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში “სომხური დიასპორის წარმომადგენლებიც კლავდნენ თურქი ეროვნების უდანაშაულო ადამიანებს”.
ამასთან, ის ამბობს, რომ თურქეთი ამზადებს საარქივო მონაცემებზე დაფუძნებულ განცხადებას, რომლის გასაჯაროვებისთვისაც ანკარა მზად არის.
“როდესაც ახსენებთ “გენოციდს”, შეხედეთ თქვენს თავს. ინდიელებზე საუბარიც არ ღირს – ყველაფერი ისედაც ცნობილია. ასე, რომ ვერ შეძლებთ თურქეთს მიაკეროთ იარლიყი “გენოციდი”. აშშ-სთან დაკავშირებით შესაძლოა დაიწყოს დისკუსიები უამრავი საბაბით: ვიეტნამიდან ერაყამდე”, – დასძინა თურქეთის ლიდერმა.