ერთ-ერთი “უდიდესი პარტიის” თავჯდომარე ალეკო ელისაშვილი, თბილისის მერობისათვის კბილებს ილესავს

ალეკო ელისაშვილი, სავარაუდოდ, თბილისის მერობისთვის იბრძოლებს!

“ჩვენ ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავთ ალეკო ელისაშვილი იყოს მერობის კანდიდატი”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“ალეკოს თუ სადმე აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და განსაკუთრებული კომპეტენცია გააჩნია, ეს არის თბილისი და მასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავთ, რომ ალეკო იყოს მერობის კანდიდატი. თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ეს ვერსია განიხილება.

არ ვიცი მთლიანი ოპოზიციის კანდიდატი რამდენად შესაძლებელია იყოს ნიკა მელია იმ განვლილი პერიპეტიების შემდეგ. ჩემი აზრით, რთული იქნება, რომ ის იყოს ჩვენი მერობის კანდიდატი. მთავარი რამ უკვე მოხდა და შედგა ამ ქვეყანაში, ხვალ ოპოზიცია შევა პარლამენტში და დარეგისტრირდებიან, რაც ნიშნავს, რომ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში. ამის შემდეგ უკეთ გამოჩნდება ოპოზიციას რა შეუძლია და ვინ რისთვის არის შემოსული პარლამენტში” – განაცხადა იოსელიანმა.