დავით ბურდული სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
მიკვირს რა ერი ვართ, საკმარისია ვინმე გულმხურვალე მამულიშვილი გამოჩნდეს, მაშინვე დაიწყება მისი კორტნა, ბოღმის ნთხევა და ცილისწამება.
ამ შადიმანებმა მოკლეს ზვიადი და არ ახარებენ ჭეშმარიტ პატრიოტს, ოღონდ მათ ბელადებს არ შეექმნათ დისკომფორტი და მაშინვე გაწირავენ სამშობლოსაც და მამულიშვილობასაც.
ჩვენი შიდა ღალატი გვღრნის, თორემ ვერც თურქი, ვერც რუსი და ვერც ვერავინ მოგვერეოდა…
თან რა დაყენებული ჭვიანი სახით გამოიყურება, „რკინის“ არგუმენტები ხომ მოგვაყარა, მერე დაგვანამუსა კიდეც. აი ეს მყრალი არსებები გვკლავენ, თავიანთ ჩლუნგ და ბოროტ თავებში მოხარშულ მარაზმს რომ იგონებენ და თავადაც იჯერებენ.
არავის გაკერპება არ მომწონს და ბრმად ვინმეზე ნდობა, არც ურწმუნო თომები მიყვარს, არც ბრმად მორწმუნენი, სექტანტები მეტი არაფერია თუ არა ბრმად მორწმუნენი, შეგნებულად და გაცნობიერებულად ღვთის მოშიში მართლმადიდებლები მიყვარს, რაკი მთელი სალიბერასტო ამ ბიჭის წინააღმდეგაა, ესე იგი იგი ღვთის მხარესაა, თუ დახმარება არ შეგიძლია, ნუღარ ლანძღავ და ცილს ნუღარ სწამებ ფარისეველო, სხვა შენს საკეთებელს თუ აკეთებს, ნუ იბოღმები და ნუ ებრძვი მაინც, თუ არ ეხმარები.