ვაქცინის მწარმოებელმა განაცხადა, რომ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიაძ!
ევროკავშირი, ვაქცინაციის მიწოდებაში წარმოქმნილი შეფერხების გამო, “ესტრაზენეკას” უჩივის, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.
ევროკომისიის განცხადებით, ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკას“ სასამართლოში უჩივიან.
“კომისიამ გასულ პარასკევს „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედება დაიწყო” – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ზოგიერთი პირობა არ არის დაცული და კომპანიამ ვერ შეძლო დოზების დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად სანდო სტრატეგიის წარმოდგენა” – აღნიშნა პრესსპიკერმა.
“ასტრაზენეკამ” კი განაცხადა, რომ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
წყარო: report.ge