კახი კავსაძე აღარ გვყავს

ლეგენდარული ქართველ მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს“, – წერია თეატრის ვებგვერდზე.