მომხრე ვარ:  ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი “პრივილეგია” – გამყრელიძე

რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი “პრივილეგია”, უპირატესობა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა “კომენტარში”.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს, იგივე, ვინც არიან აცრილი ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა ინცენტივები საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. ამ ტიპის რამოდენიმე ასეთი ინცენტივი წარდგენილია საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი “პრივილეგია”, უპირატესობა. მოგეხსენებათ, ეს უკვე ბევრგან არის, იგივე ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი ან აცრილი რესტორნები, სასტუმროები, სადაც ყველა აცრილია. ასევე, გვაქვს კოვიდთავისუფალი კლინიკები, სადაც ყველა ექიმი, სამედიცინო პერსონალი აცრილია და ასე შემდეგ. ეს სერიოზული პრივილეგიაა ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ადამიანი, როდესაც მიდის კლინიკაში და იცის, რომ იქ ყველა აცრილია, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების, ან იგივე იქნება ეს რესტორანი თუ სხვა დაწესებულება”, – თქვა გამყრელიძე