“სამწუხაროდ, ნიკა მელია კვლავ განაგრძობს დესტრუქციას, კვლავ არის მცდელობა მოლაპარაკების მაგიდის აყირავების” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამნისტიის კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.
“ნიკა მელია ამბობს, რომ ის თითქოს თანახმაა გირაოს გადახდაზე ან თავდებობაზე ევროპარლამენტარების მხრიდან. მელიას უნდა ახსოვდეს, რომ რა პრინციპითაც არ უნდა გამოვიდეს ის ახლა ციხიდან, მას სისხლის სამართლებრივი დევნა და ის პასუხისმგებლობა ვერ ასცდება, რომელიც მან მისივე განცხადებებით გამოიწვია. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ გაგრძელდეს ორპოლუსიანობა, დაპირისპირება და ახლა უკვე შარლ მიშელის ხელმოწერილ დოკუმენტის რევიზია მოხდეს, რაც წარმოუდგენელია” – განაცხადა ბოჟაძემ.
წყარო: ptn.ge