სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა პარლამენტში შესულიყო და სამსახური ეშოვნა – ბურჯანაძე

“სალომე სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა, როგორმე პარლამენტში შესულიყო და შემდეგ პარლამენტიდან ევროკავშირში ჩაწერილი ქულებით სამსახური ეშოვა”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“იქ იყვნენ ადამიანები, მაგალითად სალომე სამადაშვილი, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როგორმე როგორმე პარლამენტში შესულიყო და შემდეგ პარლამენტიდან ევროკავშირში ჩაწერილი ქულებით სამსახური ეშოვა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული ვალდებულებები აქვთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიმართ. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მოდით, გვარებს არ დავასახელებ და ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება ნაკლები ჰქონდათ მოლაპარაკებებში. მე არ ვამბობ, რომ ყველა შეგნებულად ცუდად მოქმედებდა, მაგრამ ნაწილი ეს პრობლემა იყო, მეორე ნაწილში კი იყო მოლაპარაკებებში არასაკმარისი გამოცდილების ქონა.

საშინელი კადრია სწორდი სმენაზე რომ დგანან. ეს არ არის ევროპელების ბრალი, ეს არის პრეზიდენტის პროტოკოლის ბრალი. პრეზიდენტი ფეხზე დამდგარი, პარლამენტის თავმჯდომარე ფეხზე დამდგარი და მთელი ოპოზიცია პატაკს აბრალებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. პროტოკოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში და ლამის ომი დაწყებულა, როდესაც პროტოკოლი ისე არ დალაგებულა, როგორც საჭირო იყო. ეს სურათი აჩვენებდა იმას, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.