თურქეთი ვირუსთან ბრძოლის და მოსახლეობაზე ზრუნვის საბაბით, სულ რაღაც 3-ოდე კვირით სრულად დაიკეტება

თურქეთი დღეიდან 17 მაისამდე, სრულ ლოკდაუნზე გადადის – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს.

“ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.