“18 ს. სულ, 300-400 ათასი ვიყავით დარჩენილები, თურქულ-ირანული ბორდელებისთვის გამზადებულები – რუსეთმა გვიშველა”

თეიმურაზ ჯოხაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

18 საუკუნეში სულ სამასი – ოთხასი ათასიღა ვიყავით დარჩენილები და ისიც დიდი ალბათობით თურქულ ირანული ბორდელებისთვის გამზადებულები… ჩამოგვხსნა მათგან, შეგვიფარა, გაგვამრავლა, გაგვაძლიერა, კაცად გვაგრძნობინა თავი შინ თუ გარეთ, მერე შეუტრიალდით და პირველებმა ვესროლეთ ქვა…..

და მას მერე, ყველა თავს დატეხილ უბედურებასთან ერთად, საქართველო დღეს რუსეთის არამეგობრულ სიაშიც მოხვდა, ლატვიასთან, უკრაინასთან, ესტონეთთან, პოლონეთთან და სხვა მისაქსევ ცოფიან ძაღლებთან ერთად!

მაგრამ მათგან დიდი განსხვავებით, ჩვენ არც არასოდეს ვყოფილვართ რუსოფობიებით და აგრესიებით დაავადებული ხალხი, არც ჩვენნაირი მუსულმანური გარემოცვა არ ჰყოლიათ მათ როდესმე და რაც მთავარია, არც რომელიმე მათგანი ჩვენსავით როდესმე გადაურჩენია რუსეთს!!!

და მივიღეთ რა მივიღეთ, – ერთი დაცლილი, განახევრებული, მათხოვრადქცეული, ღირსებააყრილი და გამყიდველი ხელისუფლების მიერ, თურქმანიზაციის გზაზე შემდგარი ქვეყანა, რომელსაც საერთო აღარაფერი აქვს ნამდვილ საქართველოსთან???…….

ღმერთმა ნუ ინებოს, რომ რუსეთი მეორედ აღარ დაგვეხმაროს……..❤❤❤