ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
“მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”-კახა კუჭავა
ძალიან ცუდად დაიწყო თავისი მოღვაწეობა! არ შეიძლება დადარდიანებულ, შეურაცხყოფილ, ისედაც აფეთქბის ზღვარზე მყოფ ადამიანებს, ასე უტიფრად შეაყარო თვალებში ნაცარი!
ჩვენ მძიმე დროება გვიდგას! ხელაღებით ხდება ღირებულებების და მარადიული ცნებების აღრევა და გაცამტვერება!
დემოკრატია!
თქვენ შეურაცხყავით ეს ფასეულობა! დემოკრატია დამთავრდა იქ, სადაც იძულებით, უცხო ქვეყნის ზეწოლით, ქართული პოლიტიკური სპექტრის უნიათობით, პოლიტიკური ოპორტუნიზმით და სკამის დაკარგვის შიშით ხელი მოეწერა ქართული სახელმწიფოს კრახს!
პოლიტპატიმარი!
თქვენ წაბილწეთ პოლიტპატიმრის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცნება! თქვენ ვერ და არ დაიცავით სამშობლოსთვის თავდადებული, რუსეთის დამპალ გულაგებში ნაწამები ქართველი გმირების ეს საამაყო წოდება! პოლიტპატიმარი ქართველი ხალხისთვის მერაბ კოსტავაა!!! გესმით! მერაბ კოსტავა! თქვენ კი, ის გაუთანაბრეთ მკვლელს, ბიუჯეტის მღრღნელსა და სააკაშვილის ვირთხებს! თქვენ ღირსება შეულახეთ ეროვნულ- განმანთავისუფლებელ მოძრაობას! საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას!
და აი, ახალი თავხედობა, რომელიც იკადრეთ!
“მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.”-კახა კუჭავა
თქვენ, ეტყობა, არც კი იცით რას ნიშნავს გამარჯვებული ხალხი და ქვეყანა!
ვერ იქნება გამარჯვებული ქართველი კაცი, რომელსაც კანონს და კონსტიტუციას გაუბახებენ!
რომლის არჩეულ პარლამენტსაც ნიფხავჩახდილს მიაყენებენ ხელისმოსაწერად!
ქართველი ხალხი ვერ იზეიმებს მკვლელი რურუას გათანაბრებას ქართულ სახელმწიფოსთან!
თქვენ, ისევე აზროვნებთ, როგორც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი აზროვნებდა 2008-ში, როდესაც “გამარჯვებულ” ხალხს და ქვეყანას რუსთაველზე ამღერ-აცეკვებდა!… იქ კი, რუსული ტანკების მიღმა, დაბომბილი საქართველოს მიწაზე, ჩვენი შვილების გვამები ეყარა, რომელსაც საქართველოს პატრიარქი წესს უგებდა და დასტიროდა.
მოეშვით ამ “დღესასაწაულს ჭირის ჟამს”!
მოეშვით ფაქტების, ცნებების, ღირებულებების აღრევას!
საკუთარ ღირსებაზე უარის თქმა არ გაძლევთ უფლებას, ღირსება აყაროთ მთელ ერს!
დაფიქრდით მანამ, სანამ შეურაცხყოფილი საქართველო გადაწყვეტს გასწავლოთ ჭკუა და დაგანახოთ, როგორია გამარჯვებული ხალხი და ქვეყანა!