„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კანონპროექტებს წარადგენენ.
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, ამნისტიის კიდევ ერთი ვარიანტი კი, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, დღეს დარეგისტრირდება.
განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრულ დანაშაულებს, ანუ არ შეეხება იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანებაზე.
მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმთან დაკავშირებით.
“იმედინიუსი”