პაატა იმნაძე: სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილურდება, შემთხვევების რაოდენობა მატულობს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება ჯერჯერობით არ სტაბილურდება და შემთვევების რაოდენობა იზრდება.
“ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ საკმაოდ დაძაბულია. 1 551 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევების რაოდენობის მომატება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, აუცილებლად ვატაროთ პირბადე და თავი შევიკავოთ სადღესასწაულო სუფრებისგან, რადგან დაავადების გავრცელების ყველაზე დიდი რისკი არის სწორედ სუფრები. გუშინ 30 000-მდე ტესტი ჩატარდა, აქედან 18 000-მდე იყო PCR-ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი არის 4%-ზე მეტი – როგორც 7-დღიანი, ასევე 14-დღიანი. ის მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილურდება, შემთხვევების რაოდენობა მატულობს. საბედნიეროდ, დრამატულ მატებას ადგილი აქვს, მაგრამ თუ მაქსიმალურად დავიცავთ ყველა რეგულაციას, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ არ მივაღწევთ ისეთ კატასტროფულ მატებას, როგორიც გასული წლის შემოდგომის ბოლოს გვქონდა“ – განაცხადა იმნაძემ.
წყარო: itv.ge