პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რურუას შეწყალებით რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა – ვიოლა ფონ კრამონი.
ვიოლა ფონ კრამონი გიორგი რურუას შეწყალებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტარმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რურუას შეწყალებით რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. ტაშს ვუკრავ მის სიმამაცესა და ლიდერობას. სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმაც უნდა შეიტანონ წვლილი და მიჰყვნენ/შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას“ – წერს ფონ კრამონი.
წყარო: ptn.ge