სტოლტენბერგმა არ უპასუხა შეკითხვას, ნატო გააძევებს თუ არა რუს დიპლომატებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს იმასთან დაკავშირებით, მზად არის თუ არა ალიანსი, ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, რუსი დილომატები გააძევოს, იმდაგვარად, როგორც 2018 წელს, სოლსბერის მოვლენების დროს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ გასულ კვირას პრაღის წარმომადგენლებმა ალიანსს ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მან განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა, ჩეხეთის მხარდასაჭერად “ძლიერი განცხადება” გაავრცელეს, თუმცაღა თქვა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “სპეკულირება” არ შეუძლია.

“ჩვენ ვნახეთ, რომ მოკავშირეებმა ჩეხეთს სხვადასხვანაირად აჩვენევს საკუთარი მხარდაჭერა და სოლიდარობა, მათ შორის, ზოგიერთმა რუსი დიპლომატები გააძევა ქვეყნიდან. მე არ დავიწყებ სპეკულირებას. მხოლოდ ვიტყვი, რომ ნატოს მოკავშირეებმა მხარდაჭერა და ძალიან დიდი შეშფოთება გამოხატეს რუსეთის მოქმედების გამო” – სტოლტენბერგმა თქვა.