შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერები „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. დეპუტატები სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. არ არის გამორიცხული, რომ მათ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიის დარეგისტრირებაზე უარი თქვან.
„ჩვენ ან ჩვენი ვარიანტი უნდა დავაინიციროთ და შემდეგ, საკომიტეტო მოსმენების დროს კიდევ არის შესაძლებლობა შეჯერებულ ვარიანტზე ფიქრის. თუ არა, მოხდება ორი ვარიანტის განხილვა. თეორიულად არ გამოვრიცხავთ იმ შესაძლებლობასაც, რომ არ წარვადგინოთ (ჩვენი ვერსია)“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს მოლოდინი აქვს, რომ მხარეები შეთანხმება მიაღწევენ.
„მოლოდინი მაქვს, რომ შევძლოთ შეთანხმება, მივიდეთ ისეთ ვერსიაზე, რომელიც არ დატოვებს შეკითხვებს საზოგადოებაში. ხელშეკრულებაში წერია, რომ უნდა დარეგისტრირდეს და მიღებული იყოს ამნისტიის კანონი. თუ მიღებული იქნება ისეთი ვერსია, რომელსაც ოპოზიცია ვერ ეთანხმება, ეს ხელშეკრულების დარღვევა არ არის“, – განაცხადა სამნიძემ.
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის შესახებ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კანონპროექტებს წარადგენენ. მმართველმა გუნდმა კანონპროექტის თავისი ვერსია უკვე დაარეგისტრირა, ოპოზიცია კი ამის გაკეთებას დღეს აპირებდა.
“იმედინიუსი”