„ციხიდან ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ნიკა მელიას გადასაწყვეტია. მიიღებს თუ არა ამნისტიის კანონს.
„გვესმის საუბარი იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ციხიდან ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან.
მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი, შეუძლია არ მიიღოს. თუ იგი არ დაეთანხმება გირაოს, მასზე ამნისტიის კანონი არ გავრცელდება, ესეც არის უზრუნველყოფილი მისთვის.
ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“პრაიმტაიმი”