ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდებიან.
Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებმა ჯანმოს ავტორიზაცია დღეს უნდა მიიღონ.
სპეციალისტების ცნობით, AstraZeneca-სა და Pfizer-ისგან განსხვავებით, რომლებიც თანამედროვე მეთოდებითაა დამზადებული და DNA-სა და RNA-ს ემყარება, Sinopharm-ი და Sinovac-ი ტრადიციული მეთოდით მზადდება. ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა, რადგან კვლევის შედეგები სრულყოფილად არსად გამოქვეყნებულა.
საქართველოში უკვე შემოსულია Sinopharm-ის 100 000 დოზა, ხოლო საჩუქრად გადმოცემულ Sinovac-ის 100 000 დოზას ქვეყანა ჯერაც ელოდება.
საქართველოში Sinopharm-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 18+ ასაკის ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. ჩინური ვაქცინით აცრის პროცესი, ქვეყნის მასშტაბით, 4 მასისიდან დაიწყება.
“რუსთავი2′