მმართველ გუნდში კელი დეგნანის შესახებ შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილთანაა დაკავშირებული – მისი გზავნილების გამხმოვანებელია და პრორუსული მიზნები ამოძრავებს.
“შალვა ნათელაშვილი რომ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების პირდაპირი განმხორციელებელია მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ეს დასტურდება მის არაერთ კონკრეტულ განცხადებასა და მოქმედებაში. ეს ადამიანები ასე უტიფრად ესხმიან თავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. ეს პირდაპირპროპორციულად ნიშნავს თავდასხმას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე – ამერიკის შეერთებულ შტატებზე” – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
“ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი რა ბრძანებებს იძლევა” – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
წყარო: itv.ge