კიდევ ერთხელ შევაქებ იმ პოლიტიკური პარტიების გამბედაობას, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს

კიდევ ერთხელ შევაქებ იმ პოლიტიკური პარტიების გამბედაობას, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს – დეგნანი.

ამ შეთანხმების მიღწევა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში რომლის შედეგად პარტიები შევიდნენ პარლამენტში და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მუშაობს მრავალპარტიული პარლამენტი – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტის დეტალები არის ის საკითხი რაც უნდა განიხილონ და მივიდნენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე პოლიტიკურმა ლიდერებმა და არის ჯანსაღი პროცესი რაც მიმდინარეობს, რომ ისინი განიკითხავენ ამ საკითხებს, რაც არის მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პარტიები შევიდნენ პარლამენტში და ახლა არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ და განახორციელონ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც გულისხმობს საარჩევნო და ასევე სასამართლო რეფორმებს, რომელიც გააუმჯობესებს ზოგადად პირობებს რომ ჩატარდეს უკეთესი არჩევნები და აღდგეს საზოგადოების ნდობა როგორც არჩევნების ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. კიდევ ერთხელ შევაქებ იმ გამბედაობას იმ პოლიტიკური პარტიების, რომელებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას” – ამბობს კელი დეგნანი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია პარლამენტში შევიდეს.

“არ არის ეს ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტი. მელია გახლავთ ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს პარლამენტში და წარმოადგენდეს თავის ამომრჩევლებს პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ ის აღმოჩნდება პარლამენტში” – განაცხადა დეგნანმა.

წყარო: report.ge