მარნეულის მერიასთან აქტივისტები დააკავეს

მარნეულის მერიასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მათ შორისაა გიორგი მუმლაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ძმას სამსახურიდან მისი აქტივობის გამო ათავისუფლებენ.

სწორედ სიმონ მუმლაძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ აქტივისტები დღეს დილიდან მარნეულის მერიასთან. მათ პოლიციამ მერიის შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც აპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე მყოფმა შსს-ის წარმომადგენელმა “მთავარ არხთან” განაცხადა, რომ პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დამატებითი ინფორმაციის მოძიებას “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

რამდენიმე დღის წინ გიორგი მუმლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ძმას სიმონ მუმლაძეს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს “ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში” 10 წელია მუშაობს სპეციალისტად, სამსახურიდან ათვისუფლებდნენ. აღნიშნულს მუმლაძე საკუთარ საქმიანობას უკავშირებს.

 

“ნეტგაზეთი”