„ქართულ ოცნებაში“ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას აფასებენ. უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ სამწუხაროა, როცა ასეთ განცხადებებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერად აღიარებული ადამიანი აკეთებს.
„შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთი სახე გახლავთ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის, ყოველ შემთხვევაში, ეს მათი არჩევანი იყო, რომელმაც ყველა და ყველაფერი გალანძღა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორები, ელჩიც არ დატოვა ჩვენი სტრატეგიული (პარტნიორი) ქვეყნის. სამწუხარო ის გახლავთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად იყო მიჩნეული, რომლის ფანჩატურშიც ისინი იკრიბებოდნენ“, – ამბობს მაჭარაშვილი.
ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის ,არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი რა ბრძანებებს იძლევა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“იმედინიუსი”