მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცლებს:
აქეთ ამერიკა გაწვება, იქეთ რუსეთი, კიდევ იქეთ ევროპა, უფრო იქეთ ინტრიგანი მედია, უფრო აქეთ, საკუთარი პარტიის “ახალგაზრდა სოროსელების” ფრაქცია, უფრო იქეთ “პატიოსანი ძველი ბიჭების” საძმოები, კიდევ უფრო აქეთ ბანკები და ფირმები, აქეთ-იქედან ოჯახი და საახლობლო, იქეთ-აქედან სამეგობრო და დედა-ეკლესია, მარცხნიდან ჭორვილა, მარჯვნიდან ურეკი… დელფინები, პინგვინები, გიგანტური ხეები … დაბოლოს მილიარდები, სიმწრით ნაშოვი მილიარდები.
და ეს ყველაფერი გვერდზე რომ გადადო და მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში იმოქმედო – რა მოხდება ნეტავ? ქვეყანა დაიქცევა, მთვარე ჩამოვარდება, დედამიწა აღარ იბრუნებს მზის გარშემო თუ პლანკის მუდმივას შეეცვლება მნიშვნელობა? რისკია? რას იზამ, პოლიტიკოსობა ოდითგანვე რისკიანი საქმიანობაა, ყველას ვერ მოეწონები. ასე რომ, ისტორიაში დადებითად თუ გინდა შესვლა…
აბასთუმანში კი სიცოცხლეს ვერ დაემალები და პარტიას ვერ დატოვებ – ძალიანაც რომ მოინდომო. ჰა-ჰა, სახელს თუ შეუცვლი…
გ.ლ.