კიევში გუშინ „ნაქარგი პერანგების მარში“ გაიმართა, რომელიც ნაციონალისტური დივიზია „გალიჩინას“ ხსოვნას ეძღვნებოდა.
კიევში „ნაქარგი პერანგების მარში“ (Марш вышиванок), რომელიც ესესელების დივიზია „გალიჩინას“ ხსოვნას ეძღვნებოდა, იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ნაციონალისტები მოდიან, განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საბჭოში.
აღსანიშნავია, რომ დივიზია „გალიჩინა“ ლვოვში 1943 წელს შეიქმნა, მისი მთავარი ძალა უკრაინელი ნაციონალისტები იყვნენ.
მარში კიევში გუშინ გაიმართა და მასში ასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
„ნაქარგი პერანგების მარში“ იმაზე მოწმობს, რომ კიევში ხელისუფლებას ნაციონალისტები, სტეპან ბანდერას მომხრეები იპყრობენ“, — განაცხადა ფედერაციის საბჭოს წევრმა ვლადიმირ ჯაბაროვმა.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომ „დუმს მორცხვად ევროპა“ ასეთ ვითარებაში, როცა ის მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს ალექსეი ნავალნის გამო.