“ღირსნი ვიყავით  ცოცხების უკანალში რომ გვთხრიდნენ ნაცისტები… ახლაც, ღირსები ვართ, რომ იგივე ნაცისტები ციხეში გვყრიან” 

ღმერთო მაპატიე ცოდვილს, მაგრამ ეს რომ არ ვთქვა სიცოცხლეც და სიკვდილიც ერთნაირად შემეზარება.
დღეს წითელი პარასკევია.

წითელ პარასკევს გილოცავთ გუშინდელი “სასამართლოს” პროკურორებს, მოსამართლეს და მსაჯულებს.
თქვენ სხვისი შვილები, სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური ციხეში ჩატოვეთ.
თქვენს შვილებს ვერაფრით ვერ ვუსურვებ ცუდს.
თქვენ კი, ყველას, უკლებლივ ყველას, გისურვებთ მომავალი წითელი პარასკევი და იმის შემდგომი თორმეტი წითელი პარასკევი ციხეში გაგეტარებინოთ!
მთელის სულით და გულით გისურვებთ!
თქვენნაირების გამოა, ჩემს ქვეყანაში რომ სიმართლე და კანონი ვერ ზეობს.
თქვენნაირების ბრალია, ჩემს ქვეყანას წინსვლა რომ არ ეღირსა…
თქვენნაირების ბრალია სუნთქვა რომ გაძნელდა და დაბნელდა ჩემს ჰაერიან და მზიან ქვეყანაში.
უფალო, თუ ვტყუი, არ გამითენო ხვალინდელი შაბათი და უფლის აღდგომის დღე სასწაული!
თუ მართალი ვარ შენს და ჩემი სინდისის წინაშე, ამათ მომდევნო ცამეტი წითელი პარასკევი ციხეში გაუთენე!
უფალო, გუშინ სასამართლოს წინ შეკრბილი ბოგანოები, ორიათასი წლის წინანდელი ბოგანოებივით იქცეოდნენ – ბარაბა ციხიდან გამოუშვეს, ეს ბიჭები, ვინც ტელედიქტორის მანქანის ამოსათრევად მივიდნენ, ციხეში დატოვეს ამ ხელდაუბანელმა, ძუნძგლიანმა პილატეებმა.
რას იზამდნენ ეს ბიჭები გარეთ?!
ახალ დანაშაულს ჩაიდენდნენ?
მოქმეებზე ზეწოლას მოახდენდნენ!
ქვეყნიდან გაიპარებოდნენ?!…
ორი ათასი ჩვეულებრივი ქართველი თავდებში დაუდგათ. თქვენ კი ციხეში დატოვეთ…
ესაა ქართ. ოცნ.-ბის მიერ რეფორმირებული სასამართლო და პროკურატურა?!…
ესა ხართ პილატეებო?!…
ეს ყოფილხართ….
ჩვენ ყველაფრის ღირსი ვართ!
ღირსი ვიყავით იმ ცოცხების უკანალში რომ გვთხრიდნენ ნაცისტები – ჩევნ მოვიყვანეთ და იმიტომ ვიყავით ღირსები.
ახლაც ღირსები ვართ რომ იგივე ნაცისტები ციხეში გვყრიან… ციხეში ყრიან ჩვენს შვილებს!
თქვენც ყველას, ორივე მხარეს, ერთდ გილოცავთ წითელ პარასკევს!…
სხვა არაფერი შემიძლია… რაც შევძელი გითხარით.
დანარჩენს არჩევნებზე გეტყვით ორივე მხარე მოგროვებულო, ჩემი ქვეყნის და ადამიანობის წყეულო მტრებო!…

სოლომონ ნერგაძე ; სოციალური ქსელი