“სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ის ნიკა მელიას კანდიდატურას თბილისის მერის არჩევნებში არ დაუჭერს.
“ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. ამიტომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს და მე შევეცდები, რომ სხვაგან ვეძიო კანდიდატები, რომელიც საინტერესო იქნება თბილისისთვის. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე არაა საუბარი, ყველაზე ნაკლებად ჩემზე ვფიქრობ. მე უფრო მინდა ვითამაშო როლი, რომ გადავწიო ჩემი პერსონალური ამბიცია” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: report.ge