ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 44 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ BBC იუწყება.

შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევას მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს „მძიმე კატასტროფა“ უწოდა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.