ბუწაშვილი – კორონავირუსის შესუსტებას რომ არაფერი კავშირი აქვს სითბოსთან, ბევრმა მაგალითმა გვიჩვენა.
კორონავირუსის შესუსტებას რომ არაფერი კავშირი აქვს სითბოსთან, ეს ბევრმა მაგალითმა გვიჩვენა, თუნდაც ახლა ინდოეთმა – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„რაღაც კუთხით შეიძლება ზაფხული დადებითად მოქმედებდეს, რადგან უფრო გარეთ და ღია სივრცეშია ხალხი, მაგრამ საერთო ეპიდემიოლოგიურ სურათს ზაფხულის სეზონი დიდად არ ცვლის“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
წყარო: itv.ge