,,ვულოცავ” კიევს!
1943-ი წლის შემდეგ, პირველად დღეს მოეწყო ნაცისტურ-ფაშისტური საზეიმო მსვლელობა, მარში, “გალიჩინა ესესის” ბატალიონის…რომელიც მხარდაჭერილი და დაფინანსებულია, პრეზიდენტად წოდებული კლოუნის და ამჟამინდელი უკრაინის მთავრობის მიერ…
1943-შივე უკრაინული ნაცისტურ-ფაშისტური სამხედრო დაჯგუფება ,,გალიჩინა ესესი”, პირველივე შეტაკებაში სასტიკად დამარცხებული და გაცამტვერებული იქნა საბჭოთა კავშირის წითელი არმიის მიერ. მათი ნარჩენები შემდეგ შეკრიბეს გერმანელებმა და იყენებდნენ სადამსჯელო ოპერაციებში, მშვიდობიანი მოსახლეობის და პარტიზანული დაჯგუფებების წინააღმდეგ.
ასევე, დღეს დაბეჭდა ,,ნიუ-იორკ ტაიმსმა” ინტერვიუ უკრაინელ მებრძოლთან, რომელმაც გაზეთს მიაწოდა დრონით გადაღებული ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ ბომბავენ მინომიოტით მოწინააღმდეგეს, რაც არის ფაქტი იმის რომ უკრაინა არღვევს უხეშად მინსკის შეთანხმებას. ასევე ეს მებრძოლი ინტერვიუში ამბობს რომ ნაწილში ყავთ მგელი, რომელსაც რუსულენოვანი ბავშვების ძვლებით კვებავენ ( ვითომ იხუმრა) და ამ მგელის ფოტოც მიაწოდა ,,ნიუ-იორკ ტაიმსს”…
და ეს ყველაფერი კი მაძლევს იმედს,რომ ახლოვდება მრავალი წმინდანი წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი და მალე შეწყვეტს არსებობას ,,ბოლშევიკების” შექმნილი რესპუბლიკა, სახელად უკრაინა, რომელიც ძირძველ რუსულ და ასევე სხვათა მიწებზე დაარსეს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს იქ კანონით აკრძალულია ,,ბოლშევიკური” სიმბოლიკები, შეურაცხყოფენ უკრაინის ფაშისტებისგან განმანთავისუფლებელ გმირ წითელ არმიელთა ძეგლებს, მემორიალებს და ღიად ფაშისტურ-ნაცისტურ გზას ადგანან. ამიტომ დროა უკვე აღსდგეს ისტორიული სამართლიანობა(ისევე როგორც ეს მოხდა ყირიმის შემთხვევაში) და კიევი დაუბრუნდეს ,,დედარუსეთის” მშობლიურ წიაღს…
( ზოგზოგიერთებიც ისე ათამაშებენ ერთ ადგილს, რომ დიდი ეჭვი მაქვს შეიძლება ახდეს ილია ,,მართალის” ოცნება და საქართველო დამოუკიდებელ ავტონომიურ სუბიექტად შევიდეს რუსეთის ფედერაციაში…
რაც ასი თავით უკეთესია ვიდრე ოსმალეთის ვილაიეთობა,ან დასავლეთის კოლონიობა.ამ 30-მა წელმა,ცხადი გახადა, ილია ,,მართალის” ვარიანტი რომ უდავოდ სჯობდა ,,სტალინისას”,რომელმაც საქართველო ცალკე რესპუბლიკად შეიყვანა საბჭოთა კავშირში და არა ავტონომიურ ერთეულად რუსეთის ფედერაციაში.)
ალექსანდრე ყანთელაძე; სოციალური ქსელი