მთელმა ლიბერალურმა და ანტიქართულმა ძალებმა ერთად მოიყარეს თავი და ღიად ინაწილებენ ძალაუფლებას- თეიმურაზ მაკარიძე

ყურადღება!
კარგად მინდა გააცნობიეროთ, თუ სად გაყო თავი კიდევ საქართველომ, რომლის მოსახლეობის აზრს არავინ ითვალისწინებს, არც ევროპა, არც აშშ, არც ჩინეთი, არც ბრიუსელი, არც ინგლისი, არც რუსეთი და ა.შ.

ყველაზე მეტად არ ითვალისწინებს ჩვენს მიერ წოდებული და აღიარებული პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები, შინაურ მტრებთან ერთად ვისი “ხელშეწყობითაც” ვართ ამ სისტემის საცდელი ნაწილი!
დააკვირდით განვითარებულ მოვლენებს.
მთელმა ლიბერალურმა და ანტიქართულმა ძალებმა ერთად მოიყარეს თავი და ღიად დაიწყეს მოლაპარაკება ძალაუფლების გადანაწილებაზე და მოკლედ, რომ გადმოგცეთ მივიღეთ ისევ პარლამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, ის უსახური სურათი, რაც საერთოდ ქართველი ხალხის დაცინვაა და სულში ჩაფურთხება.

აი, ზუსტად ეს მოდელი არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც წარმოადგენს საცდელ მოდელს. ე.ი. მომავლისათვის იარსებებს მხოლოდ პარტიული სიებით არჩეული პარლამენტი და მთავრობა, რომლის შემადგენლობას ხალხი ვერ აკონტროლებს. ეს შემადგენლობა კი არის ის ხალხი, ვინც საქართველო შეითრია ამ კოაბიტაციაში და ლაბირინთში, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია, თუმცა შესაძლებელია, რის ფასად, ეს მომავლის თემაა!!!.

P.S. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ხალხის კონსოლიდაცია და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ასეთი ერთობით, თუ გვინდა ერისა და ბერის გადარჩენა.

გილოცავთ დამდეგ აღდგომას და ჩემი პირადი თხოვნა იქნება პატივი მივაგოთ ჩვენი ოჯახებიდან გარდაცვლილთა ხსოვნას, მათ სულებს.
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
ამინ!
ამინ!
ამინ!
პატივისცემით,
“ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” თავმჯდომარე, თეიმურაზ მაკარიძე.                                                                             

30. 04. 2021 წ.