ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში პრეზიდენტ მილოშ ზემანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეები ზემანს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ პრორუსულ შეხედულებების ადგილი ევროკავშირის ქვეყანაში არ არის.
პროტესტი მილოშ ზემანის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ჩეხეთში, იარაღის საწყობში 2014 წელს მომხდარი აფეთქების უკან შესაძლოა რუსეთი არ იდგეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ზემანი პრორუსული შეხედულების გაჟღერებაში დაადანაშაულეს. მანამდე ის რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ შეძენისა და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის Rosatom-ის მოწვევის გამოც მკაცრად გააკრიტიკეს.