სტიქია ლაგოდეხში – ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელი საგრძნობლად დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მძიმედ დააზარალა.

თვითმხილველების მონაცემებით, ბაისუბანში, ჭაბუკიანში, კაბალსა და აფენის ნაწილში მთლიანად განადგურებულია ნარგავები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სათბურები.

მძიმე მდგომარეობაა სოფელ მსხალგორშიც, სადაც მოსახლეობას მოვარდნილი წყალი სახლებში შეუვარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა თითქმის თხუთმეტ წუთს გრძელდებოდა და დაზარალებული სოფლების რიცხვი, ბევრად მეტია.

სტიქიით დაზიანებული სავარგულების ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რადგან ძლიერი წვიმის გამო, მოსახლეობა საკუთარ ნაკვეთებში ვერ შედის.

ასევე ლაგოდეხის რამოდენიმე სოფელს, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

წყარო: ptn.ge