“ნიკა მელია ახლა საპატიმროშია. ასე ვთქვათ, განსაცდელში მყოფი ადამიანია, საპატიმრო მაინც განსაცდელია” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მანჯგალაძე ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ოპონირების მეტი სივრცე გაჩნდება მაშინ, როდესაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.
მისივე თქმით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს “მთავარი გაბრაზებული მხარე, „ნაციონალური მოძრაობა”.
“უხერხულობას ვისთანაც ვგრძნობ – ადამიანურად, მორალურად, კაცურად, თუნდაც ვაჟკაცურად ნიკა მელიაა, რომელიც პატიმრობაშია. რომელმაც ამ საკითხების გადაწყვეტაში თავისი დადებითი როლი შეასრულა, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. თემა აწია, საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამიდღემჩიოდ დავალებული ვართ ნიკა მელიასა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არ ვაპირებ, რომ განსხვავებული პოზიციები გვქონდეს” – ამბობს მანჯგალაძე.
წყარო: bm.ge