2 000 ლარით დაჯარიმდება მოქალაქე, რომელიც 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას დაარღვევს. განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ მაისს გაავრცელა.
“2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს”, — აღნიშნულია განცხადებაში.
მთავრობის თქმით, აღნიშნული დადგენილება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
“ნეტგაზეთი”