რუსთაველის თეატრში, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, პოლიტიკოსები მივიდნენ.
პანაშვიდზე იმყოფება ასევე ბიძინა ივანიშვილის ცოლთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად.
თეატრში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასევე – მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი.
კახი კავსაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.
წყარო: itv.ge