რუსეთმა დაიწყო სსრკ დროინდელი საზღვრების აღდგენა, რაც ამერიკას და ევროპას ძალიან აღიზიანებს… – მალხაზ ხაბაზი

მალხაზ ხაბაზი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

რუსეთმა დაიწყო სსრკ დროინდელი საზღვრების აღდგენა, რაც ამერიკას და ევროპას ძალიან აღიზიანებს, ყველანაირი მცდელობა, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი, ჯერ ჯერობით უშედეგოდ დასრულდა, ბელორუსიაში ვერ გამოუვიდათ ფერადი რევოლუცია,პირიქით ბელორუსია უფრო დაუახლოვდა რუსეთს, ასევე ყარაბახის ომიც რუსეთმა მის სასარგებლოდ გამოიყენა და სამხრეთ კავკასიაში გავლენა გაიძლიერა,რასაც შედეგად აზერბაიჯანის და სასომხეთის უფრო მეტად დაახლოება მოჰყვა რუსეთთან.

ასევე მცდელობა უკრაინაში ყირიმისა და დონბასის ძალისმიერი მეთოდით დაბრუნებაც კრახით დასრულდა,სავარაუდოდ მალე მოხდება რუსეთთან რამოდენიმე ქვეყნის გაერთიანება ერთ ალიანსში,ბელორუსია, ყაზახეთი,აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი თავისი მიზნის მისაღწევად უკან არ დაიხევს და დაწყებულ პროექტს სისირულეში მოიყვანს, ძალით იქნება თუ ნებით ის თავისას მიაღწევს,ამიტომ დიდი გამჭრიახობა მართებს ჩვენს მთავრობას, რომ არ განმეორდეს ის რაც მოხდა 2008 წელში და არ მოხდეს ის რაც მოხდა უკრაინაში.

მალხაზ ხაბაზი; სოციალური ქსელი