სადაც ჩვენთვის შევიძენთ, ერთ ადამიანს მაინც დავუტოვოთ გულის გასათბობად ერთი პატარა პასკა…- გიგა ვეფხვაძე

გიგა ვეფხვაძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

ბედნიერია დღე რომელიც სიკეთით იწყება!
მით უმეტეს, როდესაც შენ უბანში ასეთი პატარა საცხობი გეუბნება, რომ 30 მდე პასკა აქვს მზად უფასოდ დასარიგებლად.

#შენცშეგიძლია!
წინა პოსტში დავწერე პატარა საცხობზე, რომელიც 30 პასკას უფასოდ მიცემს ადამიანებს და გადავწყვიტე მეც შემეძინა რამოდენიმე და დამეტოვებია, რომ მეტი ადამიანისთვის მიეცათ.

გამოვიარე სახლისკენ და სხვა საცხობშიც გადავიხადე რამოდენიმეს ფული, ვთხოვე, თუ ვინმე გაჭირვებული მივიდოდა ისე არ გაეშვათ.

ალბათ უმრავლესობას ახსოვს ყავაში გადახდილი ფულის ამბავი, რომელსაც უფულოები მიირთმევდენ საფრანგეთში.

ჩვენ, შენ, მე, ყველას შეგვიძლია, იქ სადაც ჩვენთვის შევიძენთ, ერთ ადამიანს მაინც დავუტოვოთ გულის გასათბობად ერთი პატარა პასკა.