„112“-ში თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, შემოსულია 100-მდე შეტყობინება.
მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას, ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდება.
„ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
ამ დროისთვის შეინიშნება ნალექის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
“იმედინიუსი”