ამას ვინც ვერ იაზრებთ, ან ძალიან დეგენერატები ხართ და ან ძალიან @ირები!!! – ბექა რამიშვილი

რეჟისორი, ბექა რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“წლიდან წლამდე, აღდგომა დღეს ელოდება ბევრი მშობელი, დედმამიშვილი, ბებია-ბაბუა, მეგობარი, რომ ამ დღეს თავისი საჭირისუფლო მოინახულოს სასაფლაოზე და ის აღდგომის სიხარული გაუზიაროს რაც მან შეიგრძნო ამ დღეს! ეს არც გლოვაა, არც ღრიანცელი, ეს უბრალო რწმენაა რაც ამ ადამიანებს აქ ყოფნის ძალას აძლევს. აი ეს დატვირთვა აქვს ადამიანებისთვის აღდგომა დღეს სასფლაოზე გასვლას და არაფერ შუაშია აქ არც დოგმატიკა, არც რელიგია და არც საეკლესიო კანონიკა!

ამ აკრძალვით პირველ რიგში სწორედ ამას ცდილობენ რომ ადამიანებში ეს რწმენა ჩაახშონ და უკანასკნელი სუფთა და წმინდა გაუქრონ. და არაფერ შუაში არაა აქ არც “ვირუსთან ბრძოლა” და არც “ჯანმრთელიბაზე ზრუნვა”!

ამას ვინც ვერ იაზრებთ, ან ძალიან დეგენერატები ხართ და ან ძალიან @ირები!!!

რა, ეს ამდენი პოლიციელი რომ დგას სასაფლაოებზე, ისინი “ღრეობას ” და “ტაშფანდირიიი” ს ვერ აღკვეთენ, თუ ზეგ და მაზეგ რო მივა ხალხი სასაფლაოებზე მაშინ არ იქნება “ტაშფანდირიიი”??

არაა, მთავარია რომ დღეს და ხვალ- აღდგომის დღეს და ორშაბათს აკრძალო ის რაც უამრავი ადამიანისთვის წლიდან წლამდე ერთადერთი ნათელი წერტილია თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებთან კავშირში!”

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ, ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის გამო, სასაფლაოებზე გასვლა აკრძალა და შსს აცხადებს, რომ სასაფლაოებისკენ მიმავალ გზებს აკონტროლებს.